
არაღიარებული მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტი თანამდებობას ტოვებს
31/08/2023 11:41:00 კავკასია
არაიკ არუთუნიანი არაღიარებული მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებას ხვალ "ეროვნულ ასამბლეას" წარუდგენს. ამის შესახებ არუტუნიანმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დაწერა.
მან აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება საბოლოოა და ის ორი დღის წინ მიიღო, ბოლო კვირების განმავლობაში შიდა და გარე მოთამაშეებთან და ფართო საზოგადოებასთან ურთიერთობის გათვალისწინებით.
”ეს არის დაბალანსებული გადაწყვეტილება, რომელიც თავად მივიღე ჩემს ხელთ არსებული მონაცემების და შედეგების ანალიზის საფუძველზე”, - წერს არუტუნიანი.
არაიკ არუთუნიანმა ეს პოსტი 2020 წლის 14 აპრილს დაიკავა. მანამდე ის იკავებდა სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას.