Accentnews.ge
პუტინი და ლუკაშენკო 7 დეკემბერს სოჭში შეხვდებიან

პუტინი და ლუკაშენკო 7 დეკემბერს სოჭში შეხვდებიან

03/12/2019 10:13:33 სხვა, მსოფლიო

ბელარუსისა და რუსეთის პრეზიდენტები ერთმანეთს 7 დეკემბერს სოჭში შეხვდებიან. ინფორმაციას ამის შესახებ კრემლი ავრცელებს. ჯერჯერობით უცნობი, რა იქნება ვლადიმერ პუტინისა და ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვედრისას განხილვის მთავარი თემა.

რამდენიმე დღის წინ მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბელარუსი და რუსეთი ერთიანი პარლამენტისა და მთავრობის პროექტზე მუშაობენ. ამის შესახებ მედიასთან განცხადება რუსეთში ბელარუსის ელჩმა, ვლადიმირ სემაშკომ გააკეთა. როგორც სემაშკომ აღნიშნა, ერთობლივი პროექტების რეალიზაცია 2021 წლამდე არის დაგეგმილი. მოგვიანებით საელჩომ ეს ინფორმაცია უარყო.

მანამდე ბელარუსის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთთან არ მოაწერს ხელს არც ერთ შეთანხმებას, რომელიც ბელარუსის სუვერენიტეტს ეწინააღმდეგება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S