Accentnews.ge
ირაკლი კობახიძე: იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებამდე პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის დასადასტურებლად საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართავთ

ირაკლი კობახიძე: იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებამდე პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის დასადასტურებლად საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართავთ

01/09/2023 07:24:46 პოლიტიკა

„ქართული ოცნებაში“ აცხადებენ, რომ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებამდე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევის დასადასტურებლად საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ.

„უპირველესად შევა წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლოში. საკონსტიტუციო სასამართლოს დასჭირდება მსჯელობა, დასკვნის დადება. მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივად საქმე ძალიან ცხადი და მკაფიოა, შავით თეთრზე წერია ყველაფერი კონსტიტუციაში, საჭიროა იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა. საკონსტიტუციო სასამართლო ოფიციალურად დაადასტურებს, ბუნებრივია, საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის უხეშ დარღვევას, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. რაც შეეხება თვითონ კენჭისყრას, კენჭისყრაზე კიდევ ერთხელ გაშიშვლდება კოორდინაცია სალომე ზურაბიშვილსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის, რაც მიმართულია ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ“,- აცხადებს მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

„ქართული ოცნება“ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. შესაბამისი განცხადება ირაკლი კობახიძემ რამდენიმე წუთის წინ გამართულ პრეს–კონფერენციაზე გააკეთა. მისი თქმით, "იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყება მიუხედავად იმისა, რომ მის აღსრულებას პარლამენტში ოპოზიციის მხარდაჭერაც სჭირდება".

ცნობისთვის: 30 აგვისტოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, სალომე ზურაბიშვილი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს გამართავდა. 31 აგვისტოს იგი ბერლინში გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა.

მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნატქვამი იყო, რომ პრეზოდენტს მის მიერ მოთხოვნილ ვიზიტზე ყველა უარი განუცხადეს. გუშინ მმართველი პარტია პრეზიდენტს "კონსტიტუციის დარღვევის გამო" საპასუხო ზომებით დაემუქრა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S