
გოჩა ქიმაძე: ადიგენის მუნიციპალიტეტში მცხოვრებო უკვე პირველკურსელებო, ჩემო მეგობრებო ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით ყველას გილოცავთ სტუდენტის სტატუსის მოპოვებას
01/09/2023 08:46:31 რეგიონები, რეკლამა
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი პირველკურსელებს სტუდენტის სტატუსის მოპოვებას ულოცავს.
"ადიგენის მუნიციპალიტეტში მცხოვრებო უკვე პირველკურსელებო, ჩემო მეგობრებო ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით ყველას გილოცავთ სტუდენტის სტატუსის მოპოვებას.
დღეიდან იწყებთ თქვენს ცხოვრებაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან, გამოწვევებითა და შესაძლებლობებით საინტერესო ეტაპს. მჯერა, რომ ნაყოფიერად გამოიყენებთ სტუდენტობის წლებს, მოიპოვებთ იმ ცოდნასა და გამოცდილებას, რომელსაც შემდგომში ჩვენს მუნიციპალიტეტსა და ქვეყანას მოახმართ.
იცოდეთ, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია თქვენ გვერდითაა და ყოველთვის გქონდეთ ჩვენი მხარდაჭერის იმედი. ამასთანავე, მინდა მივმართო იმ აბიტურიენტებს, რომლებიც ვერ გახდნენ სტუდენტები. ჩემო მეგობრებო გული არ გაიტეხოთ. ეს არის გამოწვევა, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში აუცილებლად წარმატებით დაძლევთ", - აღნიშნა ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქიმაძემ.