Accentnews.ge
აქცია და კონტრაქცია: დიმიტრი ხუნდაძის ოფისთან სიტუაცია იძაბება

აქცია და კონტრაქცია: დიმიტრი ხუნდაძის ოფისთან სიტუაცია იძაბება

03/12/2019 11:21:13 სხვა, პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, სამართალი

მცხეთის მერიასთან, სადაც დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის მაჟორიტარული ბიუროა განთავსებული, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები აქციას მმართავენ. ადგილზე მივიდნენ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებიც. მათ ერთმანეთისგან პოლიცია ჰქოფთ. მოხდა ინციდენტი: „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერ გიგა ბოკერიას მისამართით კვერცხები ისროლეს. ადგილზე ვითარება პერიოდულად იძაბება, ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებასაც მიუხედავად მცხეთის მერის დაპირებისა, რომ "ქართული ოცნების" მომხრეთა აქცია მშვიდობიანია და ადგილზე შეჯახება არ მოხდებოდა.  მცხეთის საკრებულოს თავმჯდომარე ირწმუნება, რომ ადგილზე ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობაა წარმოდგენილი და არა საჯარო მოხელეები. მისივე თქმით, თავად და მცხეთის მერი მერიასთან იმიტომ იმყოფებიან, რომ მოქალაქეები დაამშვიდონ და არ დაუშვან შეჯახება.  

„ეს არის ასლან აბაშიძის სტლში: ჯგუფების დაორგანიზება ძალადობისთვის. „ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება“ სწორი დეფინიცია არ არის“,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

გიგი უგულავამ ხელისუფლებას "არჩევნების დაბრუნებისკენ" მოუწოდა: 

„დააბრუნეთ პროპორციული არჩევნები! არჩევნების ქურდია ივანიშვილი და თქვენც მოგპარათ არჩევანი, ყველას მოპარა, მთელ საქართველოს მოპარა. ჩავატაროთ სამართლიანი არჩევნები, ხალხმა გადაწყვიტოს ვის აირჩევს. ასე პოლიციის უკან ამოფარებული როდემდე იქნებით? ხომ არ მოგენატრათ ასლანი? დააბრუნეთ არჩევნები და თუ თავი გაქვთ, გამოდით არჩევნებზე. გვამებით მოვაჭრეები ხართ თქვენ. თქვენ მკვდრებს ყოფთ სხვისიანებად და თქვენიანებად, მორალი არ გაქვთ, უსინდისოები ხართ,“ - მიმართა უგულავამ აქციაზე ხელისუფლებას.

ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ხელისუფლება დაპირისპირების ილუზიის შექნას ცდილობს, თუმცა თავად პროვოკაციებს არ წამოეგებიან:  

„არ წამოვეგებით არანაირ პროვოკაციას, ვიდგებით მშვიდობიანად, თუმცა არც მათ მივცმთ შესაძლებლობას, დაპირისპირების იმიტაცია შექმნან. ამიტომ ვიმყოფებით აქ ოპოზიციური ლიდერები“. 


ხატია დეკანოიძის განცხადებით, „ტყუილია, როდესაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ განხეთქილებაა საზოგადოებას შორის“. 

„მე მცხეთაში რამდენიმე დღის წინ ვიყავი, როდესაც „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახურის“ უფროსი დააკავეს. მაშინ აქ ვნახე ის ადამიანები, რომლებიც დღესაც აქ არიან წარმოდგენილი: კორდონის უკან მცხეთის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და აპარატის უფროსები დგანან. ვთხოვდი, გამოდით, ვისაუბროთ, არ გამოდიოდნენ. იმედი მაქვს, ადრე თუ გვიან საქართველოს პოლიცია ხალხსი სამსახურში ჩადგება. ვწუხვარ, რომ დღეს პოლიცია მათ მფარველად დგას. წყალი გადმოგვასხეს, ბოთლებს ისვრიან. ერთი გამოეპარათ და გამოუშვეს, უნდოდა მუშტიკრივის მოწყობა, მაგრამ არ აჰყვნენ. საზოგადოება ერთს ითხოვს - თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნები. სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილმა ყველა მოგვატყუა - ისინიც, ჩვენც და პოლიციელებიც. ჩვენ მათთვის ამის ახსნას ვცდილობთ“,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ. 

ადგილზე იმყოფებიან ოპოზიციური გაერთიანების სხვა ლიდერებიც: 


„ნუ იქნებით გამოსაყენებელი მექანიზმი. ხელების ქნევა ვაჟკაცობა არ არის. ვაჟკაცობაა, გიყვარდეს სამშობლო. ეს აუცილებლად დამთავრდება და აუცილებლად გეპატიებათ მსგავსი ქმედებები, რადგან აქ ძალით ხართ მოყვანილი. თქვენც მოგატყუათ ბიძინა ივანიშვილმა, ნუ გამოაყენებინებთ თავს“,- მიმართა კონტრაქციის მონაწილეებს გიორგი ვაშაძემ.  

„მცხეთა ერთიანია, როგორც არასდროს, ისე. მთავარია, ახალგაზრდები ახალგაზრდებს არ დააპირისპირონ. ხედავთ, რამდენის მოთმენა უწევთ მცხეთელებს?“,- განაცხადა „ტვ პირველის“ ეთერში დიმიტრი ხუნდაძემ.

პროტესტის დაფიქსირების შემდეგ ოპოზიცია მერიის მიმდებარე ტერიტორიის დატოვებას გეგმავს. როგორც ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, ადგილზე პროტესტის დასაფიქსირებლად მივიდნენ და არა მცხეთის მერიის შენობის "შტურმით ასაღებად".  

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S