
აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ
01/09/2023 10:04:20 კავკასია
აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ.
"დღეს დილით აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სოტკის სექტორში სომხური პოზიციების მიმართულებით ცეცხლი გახსნა. მომხდარის შედეგად ორი სომეხი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და ერთი დაიჭრა", - აცხადებს სომხეთის თავდაცვის სამინისტრო.
თავის მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ სომხური დრონით თავდასხმის შედეგად სამი აზერბაიჯანელი სამხედრო დაიჭრა:
"ქელბაჯარის რაიონში მდებარე აზერბაიჯანული არმიის პოზიციებზე სომხური დრონით თავდასხმის შედეგად ორი ჯარისკაცი, ხოლო სომხური მხარის მიერ ბასარკეჩარის (ვარდენისი) რაიონის ზოდის დასახლებაში მდებარე პოზიციებიდან ცეცხლის გახსნის შედეგად ერთი აზერბაიჯანელი სამხედრო დაშავდა".
ცნობისთვის: მთიანი ყარაბაღი და მიმდებარე აზერბაიჯანული რაიონები 1990-იანების დასაწყისიდან სომხური მხარის კონტროლქვეშ იყო. გასული წლის სექტემბრის ბოლოს აზერბაიჯანმა ტერიტორიების დაბრუნების მიზნით შეტევა წამოიწყო. შედეგად ბაქომ დაიბრუნა კონტროლი ყარაბაღის ირგვლივ მდებარე ყველა რაიონსა და იმ რესპუბლიკის ნაწილზეც, რომელსაც მსოფლიოს არც ერთი სახელმწიფო არ აღიარებს.