Accentnews.ge
სააკაშვილი: პრეზიდენტის ევროპაში გაშვება-არგაშვებასთან დაკავშირებული წარმოდგენები ოლიგარქის დადგმული სპექტაკლია

სააკაშვილი: პრეზიდენტის ევროპაში გაშვება-არგაშვებასთან დაკავშირებული წარმოდგენები ოლიგარქის დადგმული სპექტაკლია

01/09/2023 12:49:49 პოლიტიკა

ჩვენი საბოლოოდ გათავისუფლების მიმართულებით საერთაშორისო მასშტაბით ტექტონიკური ცვლილებები ხდება. ახლა მთავარია ჩვენი ერთიანობა და სიმტკიცე, - ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მეხუთე პრეზიდენტის – სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტსა და პარტნიორებთან შეხვედრას.

„ჩემთვის დღესავით ნათელია, რომ მთელი ეს წარმოდგენები, რომელიც პრეზიდენტის ევროპაში გაშვება-არგაშვებასთანაა დაკავშირებული, არის ოლიგარქის დადგმული სპექტაკლი და მეტი არაფერი. ეს შულერის სვლებია, რომელიც მთავარი თემებიდან ყურადღების გადატანას ემსახურება, ისევე როგორც შემოდგომაზე ვიხილავთ ახალ პოლიტიკურ პროექტს პროდასავლური ხმების “გადასაქაჩად”, რომელიც ასევე იქნება ივანიშვილის ერთ-ერთი ინსტრუმენტი საქართველოს საბოლოოდ დასამონებლად.

მე დარწმუნებული ვარ, რომ დღეს აღარაა 2012 წელი, ამომრჩეველმა დიდი გამოცდილება მიიღო და არ მოტყუვდება. თანაც, ჩვენი საბოლოოდ გათავისუფლების მიმართულებით საერთაშორისო მასშტაბით ტექტონიკური ცვლილებები ხდება. ახლა მთავარია ჩვენი ერთიანობა და სიმტკიცე!“ - წერს სააკაშვილი „ფეისბუქზე“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S