Accentnews.ge
"როიტერსი" გერმანიას, დასავლეთის სხვა ქვეყნებსა და რუსეთს შორის დაძაბულობას პროგნოზირებს

"როიტერსი" გერმანიას, დასავლეთის სხვა ქვეყნებსა და რუსეთს შორის დაძაბულობას პროგნოზირებს

03/12/2019 12:07:57 სხვა, სამართალი

გერმანიის ფედერალური პროკურორები მიიჩნევენ, რომ ბერლინში საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილი მკვლელობაში რუსული დაზვერვა იყო ჩართული,- იუწყება „როიტერსი“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით.

გამოცემა ამ გარემოებისა და "სკრიპალების საქმის" გათვალისწინებით გერმანიის, დასავლეთის ქვეყნებისა და რუსეთის ურთიერთობების დაძაბვას პროგნოზირებს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ყოფილი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი ლონდონში გასულ წელს მოწამლეს. ფაქტზე პასუხოსმგებლობას ლონდონი კრემლს აკისრებს. 

ცნობისთვის: 2019 წლის 23 აგვისტოს ბერლინის ცენტრში საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს. მკვლელობის ფაქტზე ჟურნალისტთა საერთაშორისო ჯგუფმა Bellingcat, გერმანულმა გამოცემა Der Spiegel-მა და რუსულმა The Insider-მა ერთობლივი ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარეს და ხანგოშვილის მკვლელობაში რუსეთის სპეცსამსახურების კვალზე მიუთითეს.

იხილეთ ასევე:



ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S