
დღეს ფოთის საცურაო კომპლექსში წყალბურთელთა გუნდებმა "ივერიამ" და "ბათუმმა" საჩვენებელი ამხანაგური მატჩი გამართეს
01/09/2023 14:13:48 რეგიონები, რეკლამა
დღეს ფოთის საცურაო კომპლექსში წყალბურთელთა გუნდებმა "ივერიამ" და "ბათუმმა" საჩვენებელი ამხანაგური მატჩი გამართეს.
"ფოთის საცურაო კომპლექსში გაიმართა წყალბურთის საჩვენებელი ამხანაგური მატჩი, რომელშიც ერთმანეთს თბილისის წყალბურთელ გოგონათა გუნდი "ივერია" და ბათუმის ვაჟ წყალბურთელთა გუნდი "ბათუმი" დაუპირისპირდა.
შეხვედრა დაძაბული და საინტერესო გამოდგა, რომელშიც მცირედი უპირატესობით, ანგარიშით 22-20 ბათუმის გუნდმა გაიმარჯვა", – ნათქვამია ფოთის საცურაო კომპლექსის მიერ გავრცელებულ ნფორმაციაში.