ლელა ჩიქოვანი გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელს შეხვდა

02-09-2023 12:30:55 თავდაცვა ,რეკლამა

თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელს უმასპინძლა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ლელა ჩიქოვანმა აღმოსავლეთ ევროპაში, ცენტრალურ აზიასა და რუსეთში ოფიციალურ წარმომადგენელსა და ჯგუფის ხელმძღვანელს, დევიდ მორგანს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და გაერთიანებული სამეფოს, როგორც საქართველოს მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორისა და მტკიცე მხარდამჭერის მიმართ განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა.

უწყების ცნობით, მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ლელა ჩიქოვანმა ბრიტანელ სტუმარს საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო და ამ პროცესში საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა.

მისი განცხადებით, გაერთიანებული სამეფო თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით, ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი სანდო და გამორჩეული პარტნიორია, რომელსაც საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოს, მზარდ საფრთხეებსა და შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურას.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები