რუსეთზე დრონებით ახალი შეტევის შესახებ იუწყებიან
04/09/2023 06:49:38 მსოფლიო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო "დრონებით ახალი თავდასხმის" შესახებ საუბრობს.
უწყების ტელეგრამ–არხზე 4 სექტემბრის ღამეს გამოქვეყნდა ცნობა, რომ "დრონებით თავდასხმის მცდელობა აღიკვეთა" და თავდასხმაში ტრადიციულად უკრაინა დაადანაშაულეს.
რუსეთის სამინისტრო ამტკიცებს, რომ, საჰაერო თავდაცვის საშუალებით „განადგურდა ორი დრონი". პირველი შავი ზღვის თავზე, ანექსირებული ყირიმის მახლობლად, ხოლო მეორე – კურსკის რეგიონის ტერიტორიაზე.
30 აგვისტოს ღამით რუსეთის რეგიონები უპილოტო საფრენი აპარატებით მასიურ თავდასხმას დაექვემდებარნენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდეს სამი დრონი ბრიანსკის რეგიონში, ორი – რიაზანის რეგიონში, თითო – ორიოლის, კალუგასა და მოსკოვის რაიონებში.
გარდა ამისა, თავს დაესხნენ ფსკოვის აეროპორტს, რომელიც უკრაინის საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს. თავდასხმის შედეგად დაზიანდა ოთხი ილ-76–ის თვითმფრინავი. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ოფიციალურ ანგარიშებში არ ახსენებს ფსკოვის დაბომბვას.


