ქნესეთის სპიკერი პაპუაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე: აღვნიშნეთ ჩვენი გაერთიანების აუცილებლობა ირანის ძალისხმევის საწინააღმდეგოდ, რომელიც ორივე ქვეყნის დესტაბილიზაციას ცდილობს
04/09/2023 07:16:57 პოლიტიკა
ჩვენ აღვნიშნეთ, ის აუცილებლობა რაც არის, რომ ჩვენ გავაერთიანოთ ძალისხმევა ირანის ძალისხმევის საწინააღმდეგოდ, - ამის შესახებ ისრაელის ქნესეთის თავმჯდომარემ, ამირ ოჰანამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შალვა პაპუაშვილთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
"ჩვენ აღვნიშნეთ, ის აუცილებლობა რაც არის, რომ ჩვენ გავაერთიანოთ ძალისხმევა ირანის ძალისხმევის საწინააღმდეგოდ, რომელიც ცდილობს დესტაბილიზაციას უსაფრთხოების ორივე ქვეყნის. ჩვენი არაჩვეულებრივი კონტაქტები უსაფრთხოების სფეროში, გადაარჩენს ბევრ სიცოცხლეს და უნდა ვიბრძოლოდ ტერორიზმის წინააღმდეგ. ჩვენი ქვეყნები ამ მხრივ ვდგავართ მძლავრად, ვთანამშრომლობთ" - განაცხადა სპიკერმა [სინქრონული თარგმანი].


