
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობას ტოვებს
03/12/2019 13:07:19 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
„ქართული ოცნება - კონსერვატორების“ წარმომადგენელი ნიკოლოზ ლატარია ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს.
როგორც ნიკოლოზ ლატარია სოციალურ ქსელში წერს, რომ პოსტის დატოვების გადაწყვეტილება არ უკავშირდება საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. მისი თქმით, გადაწყვეტილების თაობაზე თავის პოლიტიკურ გუნდს რამდენიმე თვის წინ აცნობა, თუმცა წლის ბოლომდე დარჩენა სთხოვეს.
„თხოვნა შევასრულე... უზომოდ მიყვარს ჩემი ქალაქი და ჩემი სამშობლო, ამიტომ სხვა ფორმით გავაგრძელებ ვემსახურო მას“, - წერს ლატარია.