Accentnews.ge
ჩოხატაურში ენმ-ის წევრებზე თავდასხმისთვის 4 პირი დააკავეს

ჩოხატაურში ენმ-ის წევრებზე თავდასხმისთვის 4 პირი დააკავეს

04/09/2023 08:17:10 სამართალი

ჩოხატაურში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებზე განხორციელებული თავდასხმისთვის 4 ადამიანი ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

იუწყებიან, რომ დაკავებულებს შორისაა ლაშა გიორგაძე, რომელიც მაჟორიტარი დეპუტატის გარემოცვის წევრად სახელდება. ის გამოირჩეოდა თავდასხმის დროს აქტიურობით.

ინციდენტი ჩოხატაურში 3 სექტემბერს მოხდა, როდესაც ენმ–ის წევრები ნოდარ დუმბაძის სკვერის გაყიდვას აპროტესტებდნენ და საინფორმაციო ფლაერებს არიგებდნენ.

ოპოზიციის წარმომადგენლებს 15-მდე ადამიანი აქციის დაწყებამდე დაესხა თავს.

პარტიაში დარწმუნებულები არიან, რომ ეს ორგანიზებული თავდასხმა და მასში მაჟორიტარი დეპუტატის ვასილ ჩიგოგიძის ახლო გარემოცვა მონაწილეობდა. ოპოზიციამ ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფი გამოიძახა.

ჩოხატაურში ხელისუფლების გადაწყვეტილებით ნოდარ დუმბაძის სახელობის სკვერი იყიდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S