ლინკევიჩუსი: საქართველო ალბათ, მიიღებს კანდიდატის სტატუსს, რათა "რბოლიდან" არ ამოვარდეს
04/09/2023 08:25:05 პოლიტიკა
თუ საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მიიღებს, ეს იქნება არა მიღწევების გამო, არამედ იმის გამო, რომ საქართველო სცენაზე დარჩეს - აცხადებს ლიეტუვას საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი, რომელიც თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციას ესწრება:
"წინასწარ ვერ ვიტყვი, რა მოხდება, მაგრამ შემიძლია, ვარაუდები გამოვთქვა: ჩემი აზრით, წლის ბოლოს არის შანსი, რომ უკრაინამ და მოლდოვამ დაიწყონ მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებაზე, რადგან ისინი უკვე კანდიდატები არიან. თუ ასე მოხდა, საქართველო ალბათ მიიღებს კანდიდატის სტატუსს, რათა "რბოლიდან" არ ამოვარდეს. ეს იქნება არა მიღწევებისა და პროგრესის გამო, რომლებსაც ვერ ვხედავთ, არამედ იმის გამო, რომ საქართველო სცენაზე დარჩეს. ეს ჩემი ვარაუდია, თუმცა ყველაფერი წევრმა სახელმწიფოებმა უნდა გადაწყვიტონ," - ამბობს ლინკევუჩუსი. თარგმანი "მთავარ არხს" ეკუთვნის.
საერთაშორისო კონფერენცია "პუტინიზმის დამარცხება" დღეს გაიხსნა. მიწვევის მიუხედავად, ღონისძიებას არ ესწრება "ქართული ოცნება".


