Accentnews.ge
ტეილორი: ბუქარესტის სამიტზე საქართველოსა და უკრაინისთვის MAP-ი უნდა მიენიჭებინათ და ჩვენ დღეს ომში არ ვიქნებოდით

ტეილორი: ბუქარესტის სამიტზე საქართველოსა და უკრაინისთვის MAP-ი უნდა მიენიჭებინათ და ჩვენ დღეს ომში არ ვიქნებოდით

04/09/2023 08:39:03 პოლიტიკა

უკრაინაში აშშ–ის ყოფილი ელჩი, ამერიკის შეერთებული შტატების მშვიდობის ინსტიტუტის წარმომადგენელი უილიამ ტეილორი თვლის, ნატოს ჯერ კიდევ 2008 წელს რომ ემოქმედა გადამწყვეტად, დღეს ევროპაში ომი არ იქნებოდა. კერძოდ, ბუქარესტის სამიტზე 2008 წელს საქართველოსთვის და უკრაინისთვის MAP-ი უნდა მიანიჭებინათ. ამის შესახებ ტეილორმა თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე "პუტინიზმის დამარცხება" ისაუბრა.

მისი თქმით, სწორედ ეს არის გაკვეთილი, რომელიც 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომიდან ცივილიზებულმა სამყარომ უნდა გამოიტანოს.

„მოდით, კიდევ ერთი გაკვეთილი გამოვიტანოთ 2008 წლის ომიდან: კიდევ ერთი რამ, რაც მოხდა 2008 წელს, იქამდე, სანამ რუსეთი საქართველოში შეიჭრებოდა, ნატოს სამიტი იყო. ნატოს ამ სამიტზე, ბუქარესტში, ჩვენ გვახსოვს, რომ ქართველებმა და უკრაინელებმა მოითხოვეს MAP-ის მინიჭება და ალბათ, გახსოვთ, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, იმ დროს, ამ მოთხოვნას მხარი დაუჭირა. აქედან გამომდინარე, 2008 წლის ომიდან გამომდინარე, ჩემთვის გაკვეთილია, რომ ნატო-ს სამიტს უნდა მიენიჭებინა საქართველოსთვის და უკრაინისთვის MAP-ი და ჩვენ დღეს ომში არ ვიქნებოდით“, - განაცხადა უილიამ ტეილორმა.

ბუქარესტის სამიტის დეკლარაციაში გაჩნდა ჩანაწერი, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ალიანსის წევრები. წლევანდელი, ვილნიუსის სამიტის ახალი დეკლარაციის მიხედვით, უკრაინას, განსხვავებით საქართველოსგან, ალიანსში გასაწევრიანებლად MAP–ი აღარ ესაჭიროება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S