Accentnews.ge
რეჯეფ თაიფ ერდოღანი სოჭში ჩავიდა

რეჯეფ თაიფ ერდოღანი სოჭში ჩავიდა

04/09/2023 10:13:55 მსოფლიო

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სოჭში ჩავიდა. ინფორმაციას რუსული და თურქული მედიები ავრცელებენ.

არსებული ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტის თვითმფრინავი რუსეთში 12:15 წუთზე დაეშვა. აეროპორტში მას კრასნოდარის მხარის გუბერნატორი ალექსანდრ რუპელი, ასევე სოჭის მერი და საგარეო საქმეთა სამინისტროს პროტოკოლის სამსახურის თანამშრომლები დახვდნენ.

ერდოღანი დღეს სოჭში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ხვდება.

გავრცელებული ინფორმაციით, ორი ქვეყნის პრეზიდენტების საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა „მარცვლეულის შეთანხმებაში“ რუსეთის დაბრუნების საკითხი იქნება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S