Accentnews.ge
საქართველოში უახლოეს დღეებში ჯოზეფ ბორელის ვიზიტი იგეგმება

საქართველოში უახლოეს დღეებში ჯოზეფ ბორელის ვიზიტი იგეგმება

04/09/2023 10:34:34 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოში უახლოეს დღეებში საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის ჯოზეფ ბორელის ვიზიტი იგეგმება.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა რეკომენდაციების შესასრულებლად მაქსიმუმს აკეთებს.

„ვასრულებთ და შევასრულეთ 12-ვე რეკომენდაცია. მაქსიმუმს ვაკეთებთ. ჩვენ გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია ჩვენს ევროპელ კოლეგებთან. რამდენიმე დღეში ველოდებით ბატონ ბორელს, რომელსაც კიდევ ერთხელ გადავცემთ განახლებულ ინფორმაციას, თუ სად ვიმყოფებით 12 რეკომენდაციის იმპლემენტაციის პროცესში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S