Accentnews.ge
ზუგდიდში "ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისს კვერცხები დაუშინეს

ზუგდიდში "ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისს კვერცხები დაუშინეს

03/12/2019 14:16:30 სხვა, პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, რეგიონები

ზუგდიდში "ქართული ოცნების" მხარდამჭერები "ნაციონალური მოძრაობის" საწინააღმდეგო აქციას მართავენ. დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნაა, "აიკრძალოს "ნაციონალური მოძრაობა" ქვეყანაში". 

აქციის მონაწილეები "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მივიდნენ, სადაც მათ რუსული სიმღერებით დახვდნენ. 

დემონსტრანტები სკანდირებენ: "ძირს "ნაციონალები"!, ძირს მკვლელები! გაუმარჯოს "ოცნებას"! ისინი "ნაციონალური მოძრაობის" ოფისს კვერცხებს ესვრიან და შენობაში მყოფ ხალხს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებენ. 

აღსანიშნავია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან სიტყვიერი დაპირისპირება დაახლოებით ნახევარი საათია გრძელდება, თუმცა ადგილზე პოლიცია ამ დრომდე არ იმყოფება. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S