Accentnews.ge
ფარკასი: საქართველოსთვის მთავარი პრობლემა პუტინი და პუტინიზმია

ფარკასი: საქართველოსთვის მთავარი პრობლემა პუტინი და პუტინიზმია

04/09/2023 11:26:31 პოლიტიკა

მაკკეინის ინსტიტუტის წარმომადგენელმა ეველინ ფარკასმა განაცხადა, რომ საქართველოსთვის მთავარი პრობლემა ვლადიმირ პუტინი და პუტინიზმია – საქართველოს ტერიტორია 15 წელია, ოკუპირებულია.

„რუსეთმა დაიწყო ომი, რომელიც ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ეს არის პოლიტიკურ-სამხედრო ომი, რადგან ომის წარმოება მხოლოდ სამხედრო საშუალებებით არ ხდება, ხდება პოლიტიკური მანიპულაციით, იმ ადამიანების გამოყენებით, რომლებსაც საქართველოში შეუძლიათ გავლენის მოხდენა, ფულის, სოციალური მედიის გამოყენებით და ყველა სხვა საშუალებით, რაც რუსეთის მთავრობამ შეიძლება, საქართველოზე ზეწოლის მიზნით გამოიყენოს“, - აღნიშნა ეველინ ფარკასმა.

მისი თქმით, პუტინს და მის მოკავშირეებს არ სურთ, ქართველმა ხალხმა ოცნება აიხდინოს:

„როდესაც რუსეთი საქართველოში შემოიჭრა, სენატორმა მაკკეინმა განაცხადა, „ჩვენ ყველანი ქართველები ვართ“, რადგან მას ესმოდა, რომ ის, რისთვისაც საქართველო დღეს იბრძვის და იბრძოდა 15 წლის წინ, იყო ბრძოლა სუვერენიტეტისთვის, ბრძოლა საკუთარი მომავლის განსაზღვრისთვის, იმ პოლიტიკური სისტემისთვის, რომელიც საკუთარ ქვეყანაში გსურთ და იმ ორგანიზაციებთან და ქვეყნებთან დაკავშირებისთვის, რომელიც თქვენ ხალხს სურს. ეს არის უფლება, რომელსაც შეერთებული შტატები მხარს უჭერს. ქართველებმა არ უნდა თქვან უარი ამ ოცნებაზე“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S