Accentnews.ge
გაბუნია: ნამდვილად აღარ ვართ "ნაცების" ტელევიზია

გაბუნია: ნამდვილად აღარ ვართ "ნაცების" ტელევიზია

04/09/2023 12:28:09 პოლიტიკა

ტელეკომპანია "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა გიორგი გაბუნიამ ფინანსური პრობლემების გამო არხზე განხორციელებულ ცვლილებელზე ისაუბრა და თქვა, რომ ცვლილებები „ძირეულია“.

„სამწუხაროდ, "ნაცების" ტელევიზიის" იარლიყი ტყუილად არ გვქონდა. შემიძლია, დიდი სიამაყით და ბედნიერებით ვთქვა, ნამდვილად აღარ ვართ "ნაცების" ტელევიზია". ამას კიდევ წლები დასჭირდება, რომ ხალხმა დაიჯეროს ეს და დააფიქსიროს – უნდა უყურო ეთერს სისტემატურად“,– თქვა გაბუნიამ „მთავარი არხის“ გადაცემში „შენი შუადღე“ და დასძინა, რომ ვალდებულები აღარ არიან ვინმეს მითითებები გაითვალიწინონ.

მისი თქმით, ტელევიზაში ცვლილებებს პოზიტიურად შეხვდნენ:

"როცა პირველად გამოვაცხადე, რომ "მორჩა, აღარ ხართ ვალდებული, ვინმეს მითითება გაითვალისწნოთ, თქვენ – ჟურნალისტები და წამყვანები როგორც ჩათვლით, რა არის საზოგადოებისთვის სასარგებლო, იმას გააშუქებთ", "ნიუსრუმში" ტაში იყო. რადგან ყველაზე კარგად სიმძიმეს, როდესცა პოლიტიკური გავლენის ქვეშ ხარ, ეს ადამიანები გრძნობენ".

გაბუნიამ ისაუბრა რთულ პერიოდზე, როდესაც მას არხის მართვის გადაბარება მოუწია და გაიხსენა, რომ "მაღალი ეშელონებიდან (მათ შორის, "მეგობრებისგან") ინტენსიური სიგნალები იყო, "გიორგი, სჯობს, არხი დახურო".

ამასთან, მან თქვა, რომ არხი ობიექტურად გააშუქებს ენმ–ში მიმდინარე პროცესებს. გაბუნიამ გააკრიტიკა როგორც პაეტიის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია, თვლის რა რომ მან პოლიტიკური კაპიტალი გაფლანგა, ასევე მოქმედი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი. მისი აზრით, ამ უკანასკნელს სერიოზულად აღარავინ აღიქვამს და ორივე მხარე პარაზიტირებს მიხეილ სააკაშვილზე.

"მთავარ არხი" ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ყოფილმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ დააფუძნა. მას შემდეგ, რაც გვარამია დააკავეს, გიორგი გაბუნია შეუდგა არხის დირექტორის მოვალეობის შესრულებას. საპატიმროს დატოვების შემდეგ გვარამიამ განაცხადა, რომ აღარ დაიკავებს ძველ თანამდებობას და არხს მხოლოდ ფინანსების მოზიდვაში დაეხმარება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S