Accentnews.ge
სააკაშვილი – ენმ–ში დაპირისპირებაზე: ყოველგვარი ხელოვნური დაყოფა მტრის თამაშია

სააკაშვილი – ენმ–ში დაპირისპირებაზე: ყოველგვარი ხელოვნური დაყოფა მტრის თამაშია

04/09/2023 12:57:58 პოლიტიკა

მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებს ეხმიანება და აცხადებს, რომ ხალხი არ აპატიებს მათ, ვინც პარტიის დაყოფაზე მუშაობს.

სააკაშვილი ამბობს, რომ არც თავად და არც ხალხი ამას არ დაუშვებს.

„მომწონს ჩემი სახელით სოფო ჯაფარიძე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყველა წევრთან და მენეჯმენტთან ერთად რომ მუშაობს, რათა პარტიამ შეინარჩუნოს სიმტკიცე.

ყოველგვარი ხელოვნური დაყოფა, გათიშვა, ყალბი თემების შემოგდება არის ჩვენი მტრის თამაში და მტერი არ უნდა გავახაროთ. ხალხი არ აპატიებს მათ, ვინც პარტიის დაყოფაზე მუშაობს, არც მე და არც ჩვენი ხალხი ამას არ დავუშვებთ. ის, რომ ხელისუფლებისთვის მთავარი პრობლემა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა”, მე მგონი, გუშინაც დავრწმუნდით ჩოხატაურში.

წვრილმანი წყენებითა და პირადი ამბიციებით საქმე ვერ გაკეთდება. დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანობის პირობებში გამარჯვება გარდაუვალია და ვაპირებ, აქტიურად გამოვიყენო თუნდაც ამ ტყვეობის ყველა დღე, ბრძოლისთვისა და რუსების ხელისუფლებისგან საქართველოს გასათავისუფლებლად!“-ნათქვამია სოციალურ ქსელში, სააკაშვილის გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S