Accentnews.ge
"РИА Новости": მოსკოვს მიაჩნია, რომ სომხეთი დასავლეთის იარაღად იქცა რუსეთის სამხრეთ კავკასიიდან გამოდევნაში

"РИА Новости": მოსკოვს მიაჩნია, რომ სომხეთი დასავლეთის იარაღად იქცა რუსეთის სამხრეთ კავკასიიდან გამოდევნაში

04/09/2023 14:42:10 კავკასია

მოსკოვს მიაჩნია, რომ სომხეთი დასავლეთის იარაღად იქცა რუსეთის სამხრეთ კავკასიიდან გამოდევნაში,– ამის შესახებ კრემლის პროპაგანდისტული მედიარესურსი "РИА Новости" რუსეთის საგარეო უწყებაში წყაროზე დაყრდნობით წერს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, მსგავსი განცხადება მასთან წყარომ საგარეო უწყებაში სომხეთის პრემიერ–მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი განცხადების კომენტირებისას გააკეთა, რომელმაც "სტრატეგიული შეცდომა" უწოდა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მხოლოდ რუსეთზე დამოკიდებულებას.

„სომხეთი არ უნდა გამხდარიყო დასავლეთის იარაღი რუსეთზე წნეხის განხორციელებაში"– განაცხადა, "РИА–ს ცნობით, წყარომ და დასძინა, რომ მოსკოვი არ აპირებს რეგიონის დატოვებას.

„მოსკოვში სომხეთთან ურთიერთობა უსაფრთხოებისა და ეკონომიკის სფეროში განიხილება არა როგორც ერთი ქვეყნის „დამოკიდებულება“ მეორეზე, არამედ როგორც თანაბარი, ორმხრივად მომგებიანი და დადასტურებული პარტნიორობა“, - ამტკიცებს რუსული პროპაგანდისტული მედიარესურსის ცნობით, დიპლომატი.

ანალოგიური შინაარსის კომენტარი ასევე წყაროზე დაყრდნობით გამოაქვეყნა კიდევ ერთმა რუსულმა სახელმწიფო სააგენტო TASS–მა. კერძოდ, პროპაგანდისტული რესურსი "დიპლომატიურ წყაროებზე" დაყრდნობით წერს, რომ "რუსეთი, როგორც სომხეთის უახლოესი მეზობელი და მეგობარი, არ აპირებს სამხრეთ კავკასიის დატოვებას, მაგრამ ერევანი არ უნდა გახდეს დასავლეთის იარაღი რუსეთზე ზეწოლის განხორციელებაში":

„რეალურად, ისინი სამხრეთ კავკასიიდან რუსეთის რუსეთის ხელოვნურად განდევნას ცდილობენ და ამ მიზნის მისაღწევად ერევანს იყენებენ. რუსეთი, როგორც სომხეთის უახლოესი მეზობელი და მეგობარი, რეგიონის დატოვებას არ აპირებს. თუმცა, ეს უნდა იყოს ორმხრივი გზა: სომხეთი ასევე არ უნდა იქცეს დასავლეთის იარაღად რუსეთზე ზეწოლაში“.

კვირას სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა La Repubblica-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მხოლოდ რუსეთზე დამოკიდებულება „სტრატეგიული შეცდომა“ იყო.

მისი თქმით, მოსკოვმა ვერ შეძლო, უზრუნველეყო სომხეთის უსაფრთხოება აზერბაიჯანის მხრიდან წამოსული აგრესიის ფონზე მთიანი ყარაბაღის რეგიონში.

სომხეთის პრემიერის თქმით, რუსეთმა, რომელსაც სომხეთთან აქვს გაფორმებული თავდაცვის პაქტი და თან სომხეთის ტერიტორიაზე განთავსებული აქვს სამხედრო ბაზა, სომხეთი საკმარისად პრორუსულად ვერ მიიჩნია და „რეგიონის დატოვება“ გადაწყვიტა.

“ვხედავთ რომ რუსეთი თავად გადის რეგიონიდან, იმ ნაბიჯებიდან გამომდინარე, რასაც დგამს ან არ დგამს. ლაჩინის კორიდორი, რომელიც რუსი სამშვიდოებოების კონტროლქვეშ უნდა იყოს, არ იმყოფება მათ კონტროლქვეშ. მიზეზი ორია: ან რუსეთს არ შეუძლია, ან არ სურს ლაჩინის კორიდორის კონტროლის შენარჩუნება”, – განაცხადა ფაშინიანმა La Repubblica-სთან ინტერვიუში.

ამასთან, როგორც ფაშინიანმა აღნიშნა, ოფიციალური ერევანი ცდილობს, უსაფრთხოების წყაროების დივერსიფიცირებას, რაც ევროკავშირთან და აშშ-სთან დაახლოებაში, ასევე რეგიონში სხვა ქვეყნებთან კავშირების გაღრმავებაში გამოიხატება.

მანამდე ფაშინიანმა რამდენჯერმე დაადანაშაულა რუსეთი ვალდებულებების შეუსრულებლობაში.

რამდენიმე დღით ადრე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ ყარაბაღში, ლაჩინის კორიდორის ჩაკეტვასთან დაკავშირებით შექმნილ სიტუაციაში სომხეთის ხელმძღვანელობა დაადანაშაულა:

“რუსი სამშვიდობოების დადანაშაულება ლაჩინის კორიდორში არასტაბილური სიტუაციის გამო, არასწორია. ლაჩინის კორიდორში ამჟამინდელი სიტუაცია სომხეთის მიერ მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანის ტერიტორიის ნაწილად აღიარების შედეგია. ეს დაფიქსირებული იყო 2023 წის მაისში და 2022 წლის ოქტომბერში ევროკავშირის ეგიდით გამართულ სამიტებზე“.

აზერბაიჯანმა სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის დამაკავშირებელი ლაჩინის კორიდორი 2022 წლის დეკემბერს ჩაკეტა. გზის ჩაკეტვის გამო ყარაბაღში ჰუმანიტარული კრიზისია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S