Accentnews.ge
პავილიონისი: საქართველოს მდგომარეობა დასავლური "უხერხემლობის" შედეგია

პავილიონისი: საქართველოს მდგომარეობა დასავლური "უხერხემლობის" შედეგია

04/09/2023 15:03:22 პოლიტიკა

ლიეტუვის პარლამენტის წევრი ჟიგიმანტას პავილიონისი აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია და ქვეყანაში შექმნილი ვითარება დასავლეთის მიერ „რუსეთის დაშოშმინების პოლიტიკისა და უხერხემლობის“ შედეგია.

მისი თქმით, ბუქარესტის სამიტზე რომ ამერიკელებისა და ლიეტუველების აზრი გაეთვალისწინებინათ, ახლა არც საქართველო და არც უკრაინა ოკუპირებული არ იქნებოდნენ.

მან აშშ-სა და ნატოს მოკავშირეებს მოუწოდა, გამოიჩინონ სიმტკიცე რუსეთის წინააღმდეგ, თუ არადა, მასთან ომს მაინც მიიღებენ.

„წარმოიდგინეთ, როგორ იქნებოდა ნატოს მომავალი 2008 წლის ბუქარესტის სამიტის შემდეგ, ლიეტუველებისთვის და ამერიკელებისთვის რომ დაგეჯერებინათ. არანაირი ოკუპაცია არ იქნებოდა არც საქართველოში და არც უკრაინაში. და ამ საუბარსაც ავარიდებდით თავს“, - განაცხადა პავილიონისმა თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე.

მან „სირცხვილი“ უწოდა 2008 წლის ბუქარესტისა და 2023 წლის ვილნიუსის სამიტებზე მიღებულ გადაწყვეტილებებს:

„ამ მომავალზე უარი ითქვა. ასე რომ უხეშად ვიტყვი: თუ ჩვენ კვლავ ეს „უსტრატეგიო სტრატეგია“ გვექნა, თუ რუსეთთან ამ დაშოშმინების პოლიტიკას გავაგრძელებთ, არაფერი გვექნება საზეიმო ნატოს მომავალ სამიტზე ვაშინგტონში. საზეიმო მხოლოდ წარსული იქნება. და წარსულშიც ვერ ვხედავ ბევრ ნათელ წერტილს, სიმართლე გითხრათ. რაც ბუქარესტიდან ვილნიუსამდე ვაკეთეთ, სირცხვილია. უბრალოდ, სირცხვილი“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S