Accentnews.ge
ამჯერად კადიროვის შვილი დააჯილდოვეს

ამჯერად კადიროვის შვილი დააჯილდოვეს

04/09/2023 17:00:39 კავკასია

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამჯერად ჩეჩნეთის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერის რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი, რესპუბლიკის კულტურის მინისტრი – აიშატი "მრავალწლიანი ნაყოფიერი შემოქმედებითი საქმიანობისთვის" და "სამშობლოსათვის გაწეული სამსახურისთვის" ღირსების მე-2 ხარისხის ორდენით დააჯილდოვა,– ამის შესახებ რუსული სახელმწიფო სააგენტო TASS იუწყება.

კადიროვს 14 შვილი ჰყავს, მათ შორის ექვსი ქალიშვილი. ჩეჩნეთის ხელმძღვანელის სხვა შვილებიც მუშაობენ საჯარო სამსახურში და იღებენ ჯილდოებს, ისევე როგორც თავად კადიროვი. მაგალითად, ქალიშვილი ხადიჟატი ხელმძღვანელობს გროზნოს მერიის სკოლამდელი აღზრდის განყოფილებას და 2022 წლის ნოემბერში დაჯილდოვდა კადიროვის ორდენით. უფროსი ვაჟი – ახმატ კადიროვ უმცროსი ზედამხედველობს ბავშვთა და ახალგაზრდულ ორგანიზაციებს ჩეჩნეთში და არის პროკრემლისტური ახალგაზრდული ასოციაციის მოძრაობა „პირველის“ ადგილობრივი ფილიალის თავმჯდომარე.

2023 წლის მარტში ჩეჩნეთის მეთაურის ორმა ვაჟმა – 17 წლის ახმატმა და 15 წლის ადამმა მიიღეს სამკერდე ნიშნები "ტერორიზმთან ბრძოლაში გამორჩეული წვლილისთვის". უცნობია, კონკრეტულად რით გამოიჩინეს თავი. ეროვნული პოლიტიკის, საგარეო ურთიერთობების, პრესისა და ინფორმაციის მინისტრმა ახმედ დუდაევმა მხოლოდ ის განაცხადა, რომ ისინი პატრიოტები არიან და ბაბუის – ახმატ კადიროვის კვალს მისდევენ.

თავად რამზან კადიროვი ნეპოტიზმში ინტერესთა კონფლიქტს ვერ ხედავს. მან განაცხადა, რომ „არ რცხვენია“ მისი ოჯახის წევრების კარიერული მიღწევების. 2022 წელს ჩეჩნეთის მეთაურის მეუღლე – მედნი გახდა ერთ-ერთი პირველი მფლობელი ტიტულის „დედა ჰეროინი“. კადიროვიც, რომელიც შემჩნეულია ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეშ დარღვევებში (საუბარია ადამიანების წამებაზე, გატაცებაზე, მკვლელობაზე) დაჯილდოებულია, მათ შორის, მედლით ადამიანის "უფლებების დაცვისთვის".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S