Accentnews.ge
ნაცვლიშვილი – პარლამენტში წესების გამკაცრებაზე: უნდა ერქვას, „რაც შეიძლება შორს მოქალაქეებისგან, რადგან მათი გვეშინია“

ნაცვლიშვილი – პარლამენტში წესების გამკაცრებაზე: უნდა ერქვას, „რაც შეიძლება შორს მოქალაქეებისგან, რადგან მათი გვეშინია“

05/09/2023 09:51:29 პოლიტიკა

„ლელოს“ წევრის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარის ახალ ბრძანებას, რომლითაც პარლამენტში შესვლის და ქცევის წესი მკაცრდება, უნდა ერქვას, „რაც შეიძლება შორს მოქალაქეებისგან, რადგან მათი გვეშინია“.

„ბატონო შალვა, მინდა მადლობა გითხრათ ამ საჩუქრისთვის – „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის შესახებ“. ამას სინამდვილეში უნდა ერქვას, „რაც შეიძლება შორს მოქალაქეებისგან, რადგან მათი გვეშინია“. მე არ ვიცი, რა პანიკური შიში გაქვთ, რომ ამ შენობაში, რომელიც ეკუთვნის ქართველ ხალხს და არ გეკუთვნით არც თქვენ, არც მე და არც რომელიმე ცალკეულ დეპუტატს თუ პოლიტიკურ ძალას, ასე ძალიან გეშინიათ საქართველოს მოქალაქეების ხმა როგორმე არ ისმოდეს. უბრალოდ სამარცხვინოა“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა 5 სექტემბერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

იხილეთ ასევე: პარლამენტის შენობაში შესვლისა და ქცევის წესები იცვლება

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S