
საფრანგეთში ებრაელების საფლავები ანტისემიტური ლოზუნგებით მოხატეს
04/12/2019 05:20:48 სხვა, მსოფლიო
საფრანგეთის აღმოსავლეთ ნაწილში ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დაუდგენელმა პირებმა ებრაელების 100-ზე მეტი საფლავი სვასტიკებითა და ანტისემიტური ლოზუნგებით მოხატეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ვანდალური ფაქტი ქალაქ ვესტჰოფენში, ებრაულ სასაფლაოზე მოხდა, რომელიც გერმანიის საზღვართან ახლოს მდებარეობს.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ინციდენტი რამდენიმე საათით ადრე ერთ-ერთ ახლომდენარე სოფელში არსებულ ებრაულ სასაფლაოზეც მოხდა.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა კრისტოფ კასტანერმა Twitter- ზე დაგმო "ოდიოზური ქმედებები" და დასძინა, რომ ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ ვანდალებმა კანონის წინაშე აგონ პასუხი.
სამართალდამცავები ორივე ინციდენტს იძიებენ.