Accentnews.ge
რა არ უკითხავთ ჟურნალისტებს მალხაზ მაჩალიკაშვილისთვის [ვიდეო]

რა არ უკითხავთ ჟურნალისტებს მალხაზ მაჩალიკაშვილისთვის [ვიდეო]

24/05/2019 16:03:44 სხვა, სამართალი

პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული 19 წლის თემირლამ მაჩალიკაშვილის მამამ – მალხაზ მაჩალიკაშილმა ირაკლი ტაბლიაშვილს "ავტოსტუდიას" მისი ვაჟის საქმის დეტალებზე, ამ საქმისადმი სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის და ზოგადად, ხელისუფების დამოკიდებულებაზე, მის განწყობებზე ესაუბრა. 

ჟურნალისტი დაინტერესდა, რა არ უკითხავთ ჟურნალისტებს, მათ შორის თავად მას, მაჩალიკაშვილისთვის.

"ჩემი უამრავი ინტერვიუ გავიდა. იძულებული ვარ, ვიარო ჩაწერებზე, ტელევიზიებში, ეს არ მსიამოვნებს, მაგრამ სხვა გზა არ დამიტოვეს. პირველად თქვენ მითხარით, დაღლილობა გეტყობათ და მკითხეთ, დაიღალეთ თუ არაო? ძალიან დავიღალე. იმ ტერიტორიაზე [რუსთაველის გამზირზე გაშლილ კარავში] რომ ვდგევარ, უკვე გული მერევა, იმდენად შემძულდა ის ადგილი, მაგრამ ორი ბრძოლა მიწევს: ამ ხელისუფლებას და საკუთარ თავსაც ვებრძვი. ხელი ჩავიქნიო და წავიდე? მერე სხვებსაც დავუკარგო იმედი – მაჩალიკაშვილს თუ არ გაუვიდა, ჩვენც არ გაგვივაო. ბრძოლას მაინც გავაგრძელებ, თუნდაც მუხლებზე დავეცე".      

 

ცნობისთვის: თემირლანი პანკისში ჩატარებული სპეც–ოპერაციისას სასიკვდილოდ დაიჭრა. სუს–ის მტკიცებით, მან სპეცრაზმელებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია, ოჯახის ცნობით კი ოპერაციისას თემირლანს უბრალოდ ეძინა. 9 თვეა, მაჩალიკაშვილები მისი ვაჟის საქმის გამოძიებას, სპეცოპერაციაზე პასუხისმგებელი პირების პასუხისგებაში მიცემას მოითხოვს.  

თემირლანის საქმეში დარღვევები იხილეთ https://emc.org.ge


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S