კრამერი: სააკაშვილის შეწყალება რამდენიმე პრობლემას მოაგვარებდა
05/09/2023 12:17:03 პოლიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის გლობალური პოლიტიკის დირექტორი დევიდ კრამერი, რომელიც თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციას ესწრება, იმედოვნებს, რომ მიხეილ სააკაშვილი იქნება შეწყალებული და მას მიეცემა საშუალება, დაბრუნდეს უკრაინაში.
მისი ხედვით, სააკაშვილის შეწყალება საქართველოში ყველა პრობლემას ვერა, მაგრამ რამდენიმეს მაინც მოაგვარებდა.
„ვფიქრობ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა საპატიმროში, სამარცხვინოა. ვიმედოვნებ, რომ ის იქნება შეწყალებული და მას მიეცემა საშუალება, დაბრუნდეს უკრაინაში. ვფიქრობ, ეს რამდენიმე პრობლემას მოაგვარებდა, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველას არა“, - განაცხადა კრამერმა.


