Accentnews.ge
ჩოხატაურში ენმ–ის წევრებზე განხორციელებული თავდასხმისთვის დაკავებულებს ბრალი ჯგუფური ძალადობისთვის წაუყენეს

ჩოხატაურში ენმ–ის წევრებზე განხორციელებული თავდასხმისთვის დაკავებულებს ბრალი ჯგუფური ძალადობისთვის წაუყენეს

05/09/2023 12:27:04 სამართალი

ჩოხატაურში ენმ–ის წევრებზე განხორციელებული თავდასხმის გამო დაკავებულ ოთხ პირს ბრალი ჯგუფური ძალადობისთვის წაუყენეს. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

გამოძიების ვერსიით, 3 სექტემბერს, დაბა ჩოხატაურში, ბრალდებულებმა ჯგუფურად ძალადობა განახორციელეს. ოთხივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

"სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება”, - აღნიშნავენ პროკურატურაში.

ინციდენტი ჩოხატაურში 3 სექტემბერს მოხდა, როდესაც ენმ–ის წევრები ნოდარ დუმბაძის სკვერის გაყიდვას აპროტესტებდნენ და საინფორმაციო ფლაერებს არიგებდნენ.

ოპოზიციის წარმომადგენლებს 15-მდე ადამიანი აქციის დაწყებამდე დაესხა თავს.

პარტიაში დარწმუნებულები არიან, რომ ეს ორგანიზებული თავდასხმა და მასში მაჟორიტარი დეპუტატის ვასილ ჩიგოგიძის ახლო გარემოცვა მონაწილეობდა. ოპოზიციამ ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფი გამოიძახა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S