Accentnews.ge
ირაკლი კობახიძე: "კონფერენცია სახელწოდებით „პუტინიზმის დამარცხება“ კოლექტიური ნაცმოძრაობის და მისი მეგობრების ორგანიზებით არის ჩატარებული"

ირაკლი კობახიძე: "კონფერენცია სახელწოდებით „პუტინიზმის დამარცხება“ კოლექტიური ნაცმოძრაობის და მისი მეგობრების ორგანიზებით არის ჩატარებული"

05/09/2023 12:29:00 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, თბილისში გამართული საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით „პუტინიზმის დამარცხება“ „კოლექტიური ნაცმოძრაობისა და მისი მეგობრებს ორგანიზებით გაიმართა".

მისი თქმით, სწორედ ესაა მიზეზი იმისა, თუ რატომ არ მონაწილეობს ამ კონფერენციაში მმართველი გუნდი.

„ეს არის არსებითად კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ და მათი მეგობრების ორგანიზებით ჩატარებული კონფერენცია. შეიძლება, ერთი-ორი დამოუკიდებელი ექსპერტიც იყო მიწვეული, ვინც არ იცოდა ამ კონფერენციის არსი, თუმცა, ეს არის არსებითად კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ თავისი უცხოელი მეგობრებით“, - განაცხადა კობახიძემ.

მმართველი პარტიის კიდევ ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარეძემ კონფერენციაზე საუბრისას აღნიშნა, რომ „ შუაგულ თბილისში მოგონილ პრობლემას ებრძვიან":

„მოგონილ პრობლემას ებრძვიან შუაგულ თბილისში და ამ დროს რეალური რაც არსებობს იმას თვითონ ახორციელებენ, ფაშისტურ იდეოლოგიას ასაზრდოებენ, "მიშისტურ" იდეოლოგიას ასაზრდოებენ, რაც პრობლემაა. ამ დროს საქართველოს მოქალაქე დგას და ფიქრობს, რომ ვერსად ნახა რეალურად პუტინიზმი. მოგონილ პრობლემას ებრძვიან ისინი, ვინც ფაშიზმს კვებავენ. როცა საქართველოს მოქალაქე ისმენს "მიშისტებისგან" და "ფაშისტებისგან", რომ ისინი არიან პროდასავლელები, არ შეიძლება ამაზე დამაზიანებელი რაიმე იყოს დასავლეთზე წარმოდგენასთან მიმართებით. ვინ გვევლინება მთავარ მედასავლეთედ - ადამიანები, ვინც კლავდნენ, აწამებდნენ, აუპატიურებდნენ“.

ცნობისთვის: 4-5 სექტემბერს მაკკეინის ინსტიტუტის საერთაშორისო ლიდერობისთვის, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ორგანიზებით თბილისის მე-7 საერთაშორისო კონფერენცია „პუტინიზმის დამარცხება!“ გაიმართა. ორგანიზატორების განცხადებით, ყოველი წლის სექტემბერში კონფერენცია თავს უყრის უსაფრთხოების რეგიონულ ექსპერტებს, ქართველ პოლიტიკოსებს, სამოქალაქო აქტივისტებს და ბიზნესის წარმომადგენლებს. კონფერენცია მიზნად ისახავს საქართველოს მსოფლიო და ტრანსატლანტიკურ დღის წესრიგში პრიორიტეტული ადგილის შენარჩუნებას, დემოკრატიული პროგრესის და ევროატლანტიკური მისწრაფებების ხელშეწყობას.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები გასული წლის მსგავსად, კონფერენციაში მიმდინარე წელსაც არ მონაწილეობენ. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელის ნინო ევგენიძის ცნობით, ისინი ღონისძიებაზე მოწვეულები იყვნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S