Accentnews.ge
სოფლის გამგებელს, რომელიც ქალის ცემის გამო დააკავეს, ბრალი ძალადობისთვის წაუყენეს

სოფლის გამგებელს, რომელიც ქალის ცემის გამო დააკავეს, ბრალი ძალადობისთვის წაუყენეს

05/09/2023 12:37:10 სამართალი

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში, ძალადობის ფაქტზე დაკავებულ სოფლის გამგებელს ბრალი ძალადობისთვის წარედგინა.

გამოძიების ვერსიით, 1 სექტემბერს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა სოფელ ლეღვას რწმუნებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დაზარალებულის მიმართ ძალადობა განახორციელა.

"მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა) წარედგინა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღნიშნული მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას, ან თავისუფლების 1 წლამდე ვადით აღკვეთას.

მედია წერდა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი საჯარო მოხელე მაღაზიაში გამყიდველის პოზიციაზე მომუშავე ახალგაზრდა ქალს ფიზიკურად გაუსწორდა. ქალმა პოლიცია გამოიძახა დასახმარებლად. ძალადობას სოფლის ცენტრში მყოფი ბევრი ადამიანი შეესწრო, რომლებიც ჩხუბში მონაწილე მხარეებს აშველებდნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S