
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან პირველად, ერევანმა კიევს დახმარება გაუგზავნა
05/09/2023 13:22:08 კავკასია
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან პირველად, სომხეთმა უკრაინას ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა. ამის შესახებ "რადიო აზატუტიუნ" წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.
ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა სახის დახმარებაზეა საუბარი და რა მოცულობაზე.
გამოცემის წყაროები ამბობენ, რომ ამის შესახებ ერევანი ოფიციალურად უახლოეს მომავალში გამოაცხადებს.
ოფიციალურ უწყებებს ამ ინფორმაციაზე ამ ეტაპზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.