Accentnews.ge
სომხეთმა ОДКБ-დან წარმომადგენელი გაიწვია

სომხეთმა ОДКБ-დან წარმომადგენელი გაიწვია

05/09/2023 15:26:37 პოლიტიკა

სომხეთმა კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციიდან (ОДКБ) თავისი მუდმივი წარმომადგენელი ბიაგოვი გაიწვია. შესაბამისი გადაწყვეტილება პრეზიდენტმა ვააგნ ხაჩატურიანმა პრემიერ ნიკოლ ფაშინიანის წარდგინებით მიიღო.

სომხური მედიის ცნობით, ბიაგოვი, რომელიც ОДКБ-ში სომხეთის მუდმივ სრულუფლებიან წარმომადგენლად 2018 წლიდან მუშაობდა, მოღვაწეობას ნიდერლანდებში ელჩად და ამავდროულად ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაში სომხეთის მუდმივ წარმომადგენლად გააგრძელებს.

ცნობისთვის: ბოლო ხანებში სომხეთი რეგილარულად აკრიტიკებს რუსეთსა და ОДКБ-ს უმოქმედობასა და ამ ორგანიზაციის ფარგლებში ერევნის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაში. ხოლო კვირას, 3 სექტემბერს პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა "სტრატეგიული შეცდომა" უწოდა იმას, რომ მისი ქვეყანა "საკუთარი უსაფრთხოების არქიტექტურის მშენებლობაში მეტისმეტად ეყრდნობოდა რუსეთს". იმავე განცხადებაში მან ყარაბაღში განთავსებული რუსული სამშვიდობო კონტინგენტი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ეს უკანასკნელი "ვერ ასრულებს დასახულ ამოცანას, მათ შორის არ აკონტროლებს ლაჩინის დერეფანს, რაც 2020 წლის საბრძოლო მოქმედებების დასრულების შესახებ სამმხრივი (მოსკოვი, ერევანი, ბაქო) შეთანხმებებით იყო გათვალისწინებული".

ფაშინიანის ხსენებული განცხადების შემდეგ რუსული მედიის წარმომადგენლებს ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ "სომხეთი დასავლეთის იარაღად იქცა სამხრეთ კავკასიიდან რუსეთის გაძევების საქმეში, თუმცა რუსეთი რეგიონიდან გასვლას არ აპირებს". მოგვიანებით ანალოგიური განცხადება გააკეთა პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა. "რუსეთი სამხრეთ კავკასიის განუყოფელი ნაწილია, ასე, რომ ვერსად წავა. რუსეთი ვერც სომხეთიდან წავა, ვერც მთლიანად რეგიონიდან" - განუცხადა ჟურნალისტებს პესკოვმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S