
ჩოხატაურში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მიმართ ძალადობის ფაქტზე დაკავებულ 4 პირს სასამართლომ გირაო შეუფარდა
05/09/2023 16:32:50 სამართალი
ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ დაბა ჩოხატაურში ,,ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მიმართ ძალადობის საქმეზე დაკავებულ 4 პირს გირაო შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ მიიღო.
საქმის პროკურორი, ლევან კლდიაშვილი დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ბრალდების მხარის პოზიცია არ გაითვალისწინა და ოთხივე დაკვებულს 7000-7000 ლარის (ქონების უზრუნველყოფით) გირაო შეუფარდა.
როგორც პროკურორმა განაცხდა, სოზურგეთის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება.
ბრალდებულების ადვოკატის შეფასებით, სასამართლომ კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო.
,,დანაშაულის სიმძიმისა და ხარისხიდან გამომდინარე სასამართლომ მიიღო კანონიერი გადაწყვეტილება.სხვა შემთხვევაშიც სასამართლოს პრაქტიკიდან გამომდინარე რეალურია ის რაც ბრალდებულებს შეეფარდათ.ბრალდებულებმა გამოიყენეს დუმილის უფლება. ცნობდნენ თუ არა თავს დამნაშავედ, სასამართლო პროცეზებზე გაირკვევა“, - განაცხადა ადვოკატა მერაბ ფუტკარაიამ.
შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ცნობით, 3 სექტემბერს ჩოხატაურში “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს, ნოდარ დუმბაძის სკვერის გასხვისების საინფორმაციო ბუკლეტების დარიგების დროს, “ქართული ოცნების” წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ.