Accentnews.ge
სალივანი: ის ფაქტი, რომ რუსების ნომერ პირველი სამხედრო პირი გაფრინდა ფხენიანში მოლაპარაკებებისთვის, რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიაზე სანქციების ეფექტზე მიუთითებს

სალივანი: ის ფაქტი, რომ რუსების ნომერ პირველი სამხედრო პირი გაფრინდა ფხენიანში მოლაპარაკებებისთვის, რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიაზე სანქციების ეფექტზე მიუთითებს

05/09/2023 19:40:04 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანის განცხადებით, ის ფაქტი, რომ რუსების ნომერ პირველი სამხედრო პირი გაფრინდა ფხენიანში მოლაპარაკებებისთვის, რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიაზე სანქციების ეფექტზე მიუთითებს. ამის შესახებ მან თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

"ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები პოტენციურ შეთანხმებაზე, რომელიც ფხენიანს საშუალებას მისცემს, მოსკოვის უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრას სამხედრო მხარდაჭერა გაუწიოს, არის იმის მტკიცებულება, რომ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურმა სანქციებმა ქვეყნის თავდაცვის ინდუსტრიაზე ძლიერი ზეგავლენა მოახდინა. აშშ კიდევ ერთხელ მოუწოდებს ჩრდილოეთ კორეას, პატივი სცეს მის მიერ აღებულ ვალდებულებას, არ მიაწოდოს რუსეთს იარაღი. ამ დრომდე ჩვენ არ გვინახავს, ​​რომ ისინი [ჩრდილოეთ კორეა] აქტიურად აწვდიდნენ რუსეთს დიდი მოცულობის საბრძოლო მასალას ან სხვა სამხედრო აღჭურვილობას უკრაინაში მიმდინარე ომში გამოსაყელებლად. თუმცა მე ვერ გეტყვით, რა მოხდება მომავალში. მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ დისკუსიები აქტიურად მიიწევს წინ და რუსები განსაკუთრებით აქტიურობენ, რის შედეგადაც მათი თავდაცვის მინისტრი (სერგეი შოიგუ), მათი ნომერ პირველი სამხედრო პირი ფაქტობრივად, ჩაჯდა თვითმფრინავში და გაფრინდა ფხენიანში, რათა ამ საქმის წინ წაწევა ეცადა“, - განაცხადა სალივანმა.

ცნობისთვის: გუშინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეის მეთაური კიმ ჩენ ინი რუსეთში ჩასვლას გეგმავს. აგვისტოს ბოლოს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ რუსეთი ჩრდილოეთ კორეასთან აწარმოებს საიდუმლო მოლაპარაკებას იარაღის შესაძენად, რომელსაც უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოიყენებს. კირბის ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის მინისტრი შოიგუ, რომელიც ივლისის ბოლოს ფხენიანში იმყოფებოდა, ცდილობდა ჩრდილოეთ კორეა დაერწმუნებინა რუსეთისთვის საარტილერიო საბრძოლო მასალების მიყიდვის აუცილებლობაში. გარდა ამისა, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა და ჩრდილოეთ კორეის მეთაურმა კიმ ჩენ ინმა გაცვალეს წერილები, რომლებშიც საუბარია ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებაზე. ჯონ კირბის ცნობით, ამის შემდეგ ფხენიანში გაემგზავრა რუსი მაღალჩინოსნების კიდევ ერთი ჯგუფი. თეთრ სახლში მიიჩნევენ, რომ დელეგაციის მიზანი იყო მოსკოვის და ფხენიანის პოტენციური გარიგების განხილვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S