Accentnews.ge
"ამა თუ იმ ოფისთან "ოცნების" მხარდამჭერთა დახვედრა ოპოზიციის აგრესიის ბუნებრივი გამოძახილია"

"ამა თუ იმ ოფისთან "ოცნების" მხარდამჭერთა დახვედრა ოპოზიციის აგრესიის ბუნებრივი გამოძახილია"

04/12/2019 07:19:49 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი „ოპოზიციის მიერ დათესილი აგრესიის  ბუნებრივ გამოძახილად“ მიიჩნევს „ქართული ოცნებისა“  და ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერერებს შორის სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას.

„რაიმე სახით დაპირისპირება მიუღებელია, ეს დაპირისპირება ვისგანაც არ უნდა გამომდინარეობდეს, ან მით უმეტეს, ფიზიკური ძალის გამოყენება და ისეთი ტიპის აქციები, რომელიც ძალადობის ელემენტებს შეიცავს. სამწუხაროდ ეს პროცესი იმ რადიკალურმა ოპოზიციამ დაიწყო, რომელსაც ამ წლების განმავლობაში მხოლოდ ეს მეთოდები აქვს და წლების განმავლობაში ამ მეთოდებით გვემუქრება და რომელიც უშუალოდ მხოლოდ ამ გზას ადგას. როდესაც ოპოზიცია მიდის ამა თუ იმ ოფისთან, დეპუტატთან და მას ხვდება იქაც მხარდამჭერი, რა თქმა უნდა, არის ბუნებრივი გამოძახილი იმ აგრესიისა, რომელსაც ჩვენი ოპოზიციური ძალები თესავენ. თუმცა ეს ამასთან ერთად არ ამართლებს „ქართული ოცნების“, თუ ცალკეული მაჟორიტარის მხარდამჭერებს, რომლებიც ფიზიკურ დაპირისპირებაში შედიან ოპოზიციის წარმომადგენლებთან. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროცესი ქუჩიდან პარლამენტში და მოლაპარაკების მაგიდასთან გადავიდეს“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ცნობისთვის: მცხეთაში, მერიის შენობასთან ოპოზიციისა და სამოქალაქო მოძრაობების აქცია გაიმართა. ადგილზე მისულ აქციის მონაწილეებს მერიასთან "ქართული ოცნების" აქტივისტები დახვდნენ და აქციის მონაწილეებს ფიზიკურად დაუპირპირდნენ. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S