„გირჩი - მეტი თავისუფლება“ და „დროა“ საარჩევნო გაერთიანებას ქმნიან
06/09/2023 07:58:14 პოლიტიკა
„გირჩი – მეტი თავისუფლება“ და „დროა“ საარჩევნო გაერთიანებას ქმნიან. ამის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ პარტიებმა ვიდეოსთან ერთად გაავრცელეს.
„ჩვენ გვაერთიანებს:– ნულოვანი თანამშრომლობა რუსულ რეჟიმთან.– მომავლის მკაფიო ხედვა.– მოტივაცია, შევცვალოთ საბჭოთა, ერთპარტიული სისტემა თანამედროვე, დასავლური ტიპის, კოალიციური მმართველობით“, – ნათქვამია განცხადებაში.


