Accentnews.ge
"კომპანია “თელასი” აუცილებლად დაჯარიმდება"

"კომპანია “თელასი” აუცილებლად დაჯარიმდება"

04/12/2019 07:52:27 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

კომპანია “თელასი” თბილისში, კანდელაკის ქუჩაზე საკანალიზაციო ქსელის დაზიანებისთვის დაჯარიმდება.

როგორც დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, კომპანიამ ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე აწარმოა მიწის ბურღვითი სამუშაოები, რის შედეგადაც დააზიანა რეაბილიტირებული საკანალიზაციო ქსელი.

"დაფიქსირდა ორი კონკრეტული ადგილი, სადაც ეს ახალი ჩადებული რეაბილიტირებული და განახლებული საკანალიზაციო ორ ადგილზე იყო “გაგლეჯილი”. ცხადია, ვიღაცას სამუშაოები ჰქონდა წარმოებული ისე, რომ არც ნებართვა ჰქონდა, არც შეტყობინება იყო შემოსული და ორ ადგილზე იყო დაზიანება. ჩვენ დავიწყეთ შესწავლა დღეს ეს ორი მონაკვეთი უკვე აღდგენილი და განახლებულია, თუმცა აქ არის სხვა პრობლემა. ეს ყველაფერი დააზიანა კომპანია „თელასმა“. მე არ მესმის ეს დამოკიდებულება და მიდგომა ქალაქის და მუნიციპალიტეტის მიმართ, იქ მცხოვრები ადამიანების მიმართ. იყო ახალი აშენებული კორპუსი და იმისთვის, რომ ელეტროენერგია შეეყვანათ, გააკეთეს ბურღვითი სამუშაოები, ყოველგვარი ნებართვების გარეშე და დააზიანეს ჩვენი ახალი რეაბილიტირებული და განახლებული საკანალიზაციო სისტემა. ეს ნამდვილად მიუღებელია და ჩვენ ასე ნამდვილად ვერ გავაგრძელებთ. შესაბამისად, ჯარიმა იქნება აუცილებლად გამოწერილი”, - აცხადებს კახა კალაძე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S