Accentnews.ge
იოზვიაკი: ევროპელი ლიდერები შოკში არიან, სვამენ კითხვას, სადამდე დაეცემა საქართველოს მთავრობა? როდემდე გაიტანს საკუთარ კარში გოლს?

იოზვიაკი: ევროპელი ლიდერები შოკში არიან, სვამენ კითხვას, სადამდე დაეცემა საქართველოს მთავრობა? როდემდე გაიტანს საკუთარ კარში გოლს?

06/09/2023 13:28:30 პოლიტიკა

„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ევროპელი დიპლომატები საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის დაანონსებამ „შოკში ჩააგდო“.

როგორც ჟურნალისტი ამბობს, მან ევროპელი პოლიტიკოსებისგან ამ ხნის განმავლობაში პირველად მოისმინა კითხვა, რეალურად სურს კი საქართველოს მთავრობას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება?

„ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მათთვის სრულიად გაუგებარი აღმოჩნდა. თუკი „ოცნების“ წინა ნაბიჯებს ჰქონდა რაიმე არგუმენტი, ახლა საერთოდ არ ესმით, რატომ გადაწყვიტა ხელისუფლებამ ზურაბიშვილის გადაყენება. მათთვის ჩვეულებრივი მოვლენაა, რომ კანდიდატის სტატუსის მოლოდინში ქვეყნის პრეზიდენტი საკუთარი სახსრებით მართავდეს ევროპაში შეხვედრებს. პირიქით, გასაკვირია, რომ პრეზიდენტი და მთარობა ერთ გუნდად არ მუშაობენ. ისინი შოკში არიან და წუხან კიდეც ამის გამო. ისინი სვამენ კითხვას, სადამდე დაეცემა საქართველოს მთავრობა? როდემდე გაიტანს საკუთარ კარში გოლს? პირველად მოვისმინე მოსაზრება, მართლაც სურს მთავრობას სტატუსი თუ ისინი ყველაფერს აკეთებენ მის საწინააღმდეგოდ? ამ დრომდე ამ მოსაზრებას მხოლოდ ოპოზიცია ამბობდა საქართველოში. სალომე ზურაბიშვილი საკმაოდ დაფასებული ფიგურაა ევროპელი ლიდერებისთვის. გვახსოვს მისი გამოსვლა ევროპარლამენტში, რომელიც ყველას მოეწონა. ახლა ის ხვდება ევროპელ ლიდერებს და ამ ფონზე მისი იმპიმენტი ძალიან უცნაურად გამოიყურება. ევროპელი ლიდერები ფიქრობენ, რომ ეს ყველაფერია, ქვეყნის დახმარების გარდა“,– თქვა ჟურნალისტმა „ტვ პირველთან“ (თარგმანი „ტვ პირველს“ ეკუთვნის).

მისივე თქმით, ამ ფონზე ბორელის ვიზიტი მნიშვნელოვანია:

„ბორელის ვიზიტი დიდი ხნის დაგეგმილია, თუმცა არ დასტურდებოდა. ისინი ყოყმანობდნენ, ღირდა თუ არა თბილისში ჩამოსვლა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია – შანსი ქვეყნისთვის, გამოასწოროს ზიანი და დაამტკიცოს, რომ ევროკავშირში უნდა, რადგან კითხვები მაინც რჩება. შეცდომებს სახელმწიფოები უშვებენ. ხანდახან მას აქვს ახსნა უკრაინის და მოლდოვის შემთხვევაში, საქართველო განსხვავებული შემთხვევაა: პირდაპირი ფრენები [რუსეთთან], „აგენტების კანონი“ და ახლა იმპიჩმენტის დაანონსება. ეს არის ევროპაში წუხილის მიზეზი. ვიცნობ ბორელს. ის ჩამოდის, რომ მთავრობის წევრებს კითხოს, რა „იდეა გაქვთ? რას გეგმავთ?“ ის გეგმავს, მთავრობასთან რუსეთის საკითხი დააყენოს. შესაძლოა, პირდაპირ არ მოითხოვოს სანქციებთან შეერთება, მაგრამ „ოცნების“ ლიდერებს პირდაპირ ეტყვის, რომ „ახლა დროა, აირჩიოთ გზა“. ბორელი არ არის ის, ვინც მოისმენს ლექციებს. ის ზოგჯერ არ არის დიპლომატი და სათქმელს პირდაპირ და მკაფიოდ ამბობს, ასეთივე პასუხებს მოითხოვს საქართველოს მავრობისგანაც“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S