Accentnews.ge
იოზვიაკი: ბორელი არ არის ის, ვინც მოისმენს ლექციებს,  სათქმელს პირდაპირ ამბობს და ასეთივე პასუხებს მოითხოვს

იოზვიაკი: ბორელი არ არის ის, ვინც მოისმენს ლექციებს,  სათქმელს პირდაპირ ამბობს და ასეთივე პასუხებს მოითხოვს

06/09/2023 18:42:57 პოლიტიკა

„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის საქართველოში ვიზიტი დიდი ხნის წინ დაიგეგმა, თუმცა ამ დრომდე თავს იკავებდნენ დადასტურებისგან, არ იყვნენ რა დარწმუნებული, ჰქონდა თუ არა მას აზრი.

მისივე თქმით, ბორელი "ლექციების მოსასმენად" არ ჩამოდის და პირდაპირ კითხვებზე ასევე პირდაპირ პასუხებს მოითხოვს.

„ბორელის ვიზიტი დიდი ხნის დაგეგმილია, თუმცა არ დასტურდებოდა. ისინი ყოყმანობდნენ, ღირდა თუ არა თბილისში ჩამოსვლა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია – შანსი ქვეყნისთვის, გამოასწოროს ზიანი და დაამტკიცოს, რომ ევროკავშირში უნდა, რადგან კითხვები მაინც რჩება. შეცდომებს სახელმწიფოები უშვებენ. ხანდახან მას აქვს ახსნა უკრაინის და მოლდოვის შემთხვევაში, საქართველო განსხვავებული შემთხვევაა: პირდაპირი ფრენები [რუსეთთან], „აგენტების კანონი“ და ახლა იმპიჩმენტის დაანონსება. ეს არის ევროპაში წუხილის მიზეზი. ვიცნობ ბორელს. ის ჩამოდის, რომ მთავრობის წევრებს კითხოს, რა „იდეა გაქვთ? რას გეგმავთ?“ ის გეგმავს, მთავრობასთან რუსეთის საკითხი დააყენოს. შესაძლოა, პირდაპირ არ მოითხოვოს სანქციებთან შეერთება, მაგრამ „ოცნების“ ლიდერებს პირდაპირ ეტყვის, რომ „ახლა დროა, აირჩიოთ გზა“. ბორელი არ არის ის, ვინც მოისმენს ლექციებს. ის ზოგჯერ არ არის დიპლომატი და სათქმელს პირდაპირ და მკაფიოდ ამბობს, ასეთივე პასუხებს მოითხოვს საქართველოს მავრობისგანაც“,– თქვა ჟურნალისტმა „ტვ პირველთან“ (თარგმანი „ტვ პირველს“ ეკუთვნის).

საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი საქართველოს 7-8 სექტემბერს ეწვევა.

ოფიციალური ცნობის მიხედვით, ქვეყანაში მისი პირველი ოფიციალური ვიზიტი ამჟამინდელი უფლებამოსილებით საშუალებას მისცემს განიხილოს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე პროგრესი, ასევე, გაცვალოს აზრები უფრო ფართო საგარეო პოლიტიკასა და რეგიონულ საკითხებზე.

ვიზიტის ფარგლებში უმაღლეს წარმომადგენელს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიღებს. ასევე, ჯოზეფ ბორელი შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.

პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.

ბორელი ასევე შეხვდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ასევე გამოიყენებს შესაძლებლობას, შეხვდეს პარლამენტში მყოფ ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს და გამართოს დისკუსიები სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

"ვიზიტის დროს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქართველოში ყოფნის 15 წელს აღნიშნავს, რაც ასახავს ევროკავშირის ერთგულებას საქართველოს უსაფრთხოებისა და კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მიმართ. ის მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიერ ორგანიზებულ მისიაში ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ", - აღნიშნულია საგარეო ქმედებათა სამსახურის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S