Accentnews.ge
ფაშინიანის მეუღლე კიევშია: "ომებში ბავშვების დაღუპვა უფროსების მარცხია"

ფაშინიანის მეუღლე კიევშია: "ომებში ბავშვების დაღუპვა უფროსების მარცხია"

06/09/2023 14:45:39 კავკასია

სომხეთის პრემიერ-მინისტრის მეუღლე კიევში პირველი ლედებისა და ჯელტმენების მესამე სამიტში მონაწილეობს.

როგორც ანა ჰაკობიანმა "ფეისბუქზე" დაწერა, დღე ომის შედეგად დაღუპული ბავშვების ხსოვნისადმი მიძღვნილ გამოფენაზე ვიზიტით დაიწყო.

„როგორც კონფერენციაზე "ქალი პოლიტიკური ლიდერები 2023" ჩემს გამოსვლაში აღვნიშნე, 2022 წლის 24 თებერვლიდან უკრაინაში 500-მდე ბავშვი დაიღუპა. დღეს გავიგეთ, რომ მათგან ყველაზე პატარა 2 დღის იყო, ყველაზე უფროსი 17 წლის. ომებში დაღუპული ბავშვები ყველა ჩვენგანის, უფროსების წარუმატებლობაა, მიუტევებელი, გამოუსწორებელი, აუნაზღაურებელი მარცხი“, - წერს ანა ჰაკობიანი.

ფაშინიანის მეუღლის ვიზიტი კიევში ერევანსა და მოსკოვს შორის დაძაბული ურთიერთობების ფონზე მიმდინარეობს: ბოლო დღეებში ორმხრივი ბრალდებები სულ უფრო ხშირად ისმის.

ასევე ცნობილი გახდა, რომ ომის დაწყების შემდეგ პირველად გაგზავნა ერევანმა კიევში ჰუმანიტარული ტვირთი, თუცა მოსულობა უცნობია.

იხილეთ ასევე: "რუსეთმა ფუნდამენტური შეცდომა დაუშვა": ერევანსა და მოსკოვს შორის დაძაბულობა ახალ ფაზაში გადადის

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S