
აფხაზეთის დე ფაქტო შს მინისტრად რაულ სმირი დაინიშნა
04/12/2019 09:18:03 კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო შს მინისტრად რაულ სმირი დაინიშნა. იგი რიგით მეთოთხმეტე დე ფაქტო შს მინისტრი გახდა ომისშემდგომი პერიოდისა და რიგით მეექვსე რაულ ხაჯიმბას „პრეზიდენტობის“ განმავლობაში.
მისი წინამორბედი გარი არშბა თანამდებობიდან გასულ კვირას, მას შედეგ გადააყენეს, რაც ოკუპირებულ რეგიონში ორი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის გახმაურებულ მკვლელობას ვითარების დაძაბვა მოჰყვა.
გუშინ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა თანამდებობებიდან გადააყენა „გენერალური პროკურორი“ ზურაბ აჩბა და მისი ე.წ. მოადგილე ესშოუ კაკალია. მანამდე დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ თანამდებობიდან დე ფაქტო შს მინისტრი გარი არშბა გადააყენა.
სოხუმის სანაპიროზე სისხლიანი გარჩევა 22 ნოემბერს მოხდა. "შს მინისტრისა და გენპროკურორის" თანამდებობებიდან გადადგომის მოთხოვნა სწორედ ამ ინციდენტს მოჰყვა.
იხილეთ ასევე: „ქურდული“ ომები აფხაზეთში