Accentnews.ge
მთავრობის სტრატკომი: მიზანმიმართულად ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, რომ პრემიერი შვილთან ერთად აშშ–ში თითქოსდა ჩარტერული რეისით გაემგზავრა

მთავრობის სტრატკომი: მიზანმიმართულად ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, რომ პრემიერი შვილთან ერთად აშშ–ში თითქოსდა ჩარტერული რეისით გაემგზავრა

07/09/2023 07:40:30 პოლიტიკა

მთავრობის სტრატკომის განცხადებით, "მიზანმიმართულად ვრცელდება ცრუ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შვილთან ერთად აშშ–ში თითქოსდა ჩარტერული რეისით გაემგზავრა".

"საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, მიზანმიმართულად ვრცელდება ცრუ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შვილთან ერთად აშშ–ში თითქოსდა ჩარტერული რეისით გაემგზავრა. საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ პრემიერ-მინისტრი როგორც ოფიციალური და სამუშაო, ისე კერძო ვიზიტების დროს აშშ-ში მგზავრობს სამგზავრო თვითმფრინავით, სხვადასხვა ავიაკომპანიის რეგულარული, კომერციული რეისებით.

კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ საუბარი იყო ჩარტერულ ფრენაზე, რომელიც განხორციელდა თბილისიდან ევროპის ერთ-ერთი ქალაქის მიმართულებით, ხოლო აშშ-ის მიმართულებით პრემიერ-მინისტრი რეგულარული რეისით გაემგზავრა. კერძო ვიზიტისას პრემიერ-მინისტრის მგზავრობის, ასევე ჩარტერული (კომერციული) რეისის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა", – ნათქვამია მთავრობის სტრატკომის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S