
სტოლტენბერგი: რთული ბრძოლის მიუხედავად, უკრაინელებმა შეძლეს რუსული ძალების თავდაცვითი ხაზების გარღვევა და წინ მიიწევენ
07/09/2023 08:54:51 მსოფლიო
NATO–ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ უკრაინა კონტრშეტევაში ნაბიჯ–ნაბიჯ მიიწევს წინ. ამის შესახებ მან ევროპარლამენტარების წინაშე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
მისი თქმით, NATO–ს მოკავშირეების მხარდაჭერა დაეხმარა უკრაინას, დაეწყო კონტრშეტევა, რომელიც რომელიც ახლა იწყებს ნაყოფის გამოღებას.
"ეს არის მძიმე ბრძოლა, რთული ბრძოლა, მაგრამ უკრაინელებმა შეძლეს რუსული ძალების თავდაცვითი ხაზების გარღვევა და ისინი წინ მიიწევენ", – განაცხადა სტოლტენბერგმა.