
„იმედი მაქვს, ნინო ბურჯანაძე მოსთხოვს რუსეთის ხელმძღვანელობას, როგორც მოათრიეს ივანიშვილი, ისე გაათრიონ“
04/12/2019 10:02:04 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
„იმედი მაქვს, ნინო ბურჯანაძე მოსთხოვს რუსეთის ხელმძღვანელობას, როგორც მოათრიეს ივანიშვილი, ისე გაათრიონ, ვიდრე ბატონი ბიძინა მოხვდებოდეს რკინის გალიაში“, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
„ვთვლი, რომ აქ არავითარი გასაბუტი და გასაღიზიანებელი ფაქტორი არ მომხდარა. ქალბატონი ნინო არაერთხელ ბრძანდებოდა მოსკოვში, ის სამჯერ შეხვდა რუსეთის პრეზიდენტ პუტინს. მან საკონსულაციო ფორმატი როცა იქმნებოდა, განაცხადა, რომ მოსკოვში ვიზიტი ჰქონდა დაგეგმილი“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
ცნობისთვის: 3 დეკემბერს „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე დღეს მოსკოვში გაემგზავრა. აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ პარტია „კანონი და სამართალი“ პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ შექმნილი ფორმატი დატოვა.