Accentnews.ge
სტოლტენბერგი: რუსეთმა გადაწყვიტა, კონტროლი დააწესოს მეზობელ ქვეყნებზე

სტოლტენბერგი: რუსეთმა გადაწყვიტა, კონტროლი დააწესოს მეზობელ ქვეყნებზე

07/09/2023 12:40:38 პოლიტიკა

NATO–ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთმა გადაწყვიტა, კონტროლი დააწესოს მეზობელ ქვეყნებზე. ამის შესახებ მან ევროპარლამენტარების წინაშე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

მისი თქმით, რუსეთს სურს, მეზობელ ქვეყნებზე გავლენა აღადგინოს.

„რუსეთმა გადაწყვიტა, კონტროლი დააწესოს მეზობელ ქვეყნებზე. რუსეთი ცდილობს, აღადგინოს გავლენა და აცხადებს, რომ თუკი ქვეყანა გადაწყვეტს NATO–ს წევრი გახდეს, ეს პროვოკაციაა, ეს არ არის პროვოკაცია ეს არის ერის დემოკრატიული, სუვერენული უფლება, რომ აირჩიოს ესა თუ ის გზა. ამიტომ, ჩვენ გვქონდა საქართველო 2008 წელს, ყირიმი 2014 წელს და სრულმასშტაბიანი შეჭრა", -განაცხადა სტოლტენბერგმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S