Accentnews.ge
პროკურატურა: 15–წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც 11 წლის ბავშვთან სექსუალური ხასიათის ქმედება ჩაიდინა

პროკურატურა: 15–წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც 11 წლის ბავშვთან სექსუალური ხასიათის ქმედება ჩაიდინა

07/09/2023 15:20:15 სამართალი

თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ძალადობით ჩადენილი სექსუალური ხასიათის ქმედებისთვის ერთი პირი დამნაშავედ ცნო და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

"სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი 2022 წლის 19 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ძალადობით ჩადენილი სექსუალური ხასიათის ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S