Accentnews.ge
ბორელი: ევროკავშირის ერთგულება საქართველოს მიმართ გამოხატულია, მათ შორის ფინანსური მხარდაჭერით, რამაც 2021-2024 წლებში თითქმის 340 მლნ ევრო შეადგინა

ბორელი: ევროკავშირის ერთგულება საქართველოს მიმართ გამოხატულია, მათ შორის ფინანსური მხარდაჭერით, რამაც 2021-2024 წლებში თითქმის 340 მლნ ევრო შეადგინა

07/09/2023 16:20:09 პოლიტიკა

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა თბილისში გამართულ ბრიფინგზე, მათ შორის ბლოკის მიერ საქართველოსთვის ბოლო პერიოდში გაწეულ დახმარებაზე ისაუბრა.

„საქართველოსადმი ევროკავშირის ერთგულება ასევე ჩვენს ფინანსურ დახმარებაში გამოიხატება. ორმხრივი დახმარების ყველაზე დიდი მიმწოდებელი ვართ, თითქმის 340 მილიონი ევროთი 2021-2024 წლების პერიოდში. და ჩვენი ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმით ინვესტიციების სახით ჩადებულ იქნა დაახლოებით 1.3 მილიარდი ევრო”, - განაცხადა ბორელმა.

ჯოზეფ ბორელი თბილისში დღეს ჩამოვიდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S