Accentnews.ge
„ქართულ ოცნება“ ნიკა გვარამიას განცხადებაში შესაძლო დანაშაულის ნიშნებზე მიუთითებს

„ქართულ ოცნება“ ნიკა გვარამიას განცხადებაში შესაძლო დანაშაულის ნიშნებზე მიუთითებს

04/12/2019 11:19:53 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

„ქართულ ოცნება“ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებაში შესაძლო დანაშაულის ნიშნებზე მიუთითებს.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, „ნიკა გვარამიას მოწოდება ხელისუფლების დამხობისკენ სხვა არაფერია თუ არა, მათი რეალური ზრახვის გამოვლინება“.

„ეს არის მათი ერთადერთი რეალური მიზანი, რაც მათ ამოძრავებთ, რისი სურვილიც გააჩნიათ. გავრილოვის შემთხვევა იქნება თუ საარჩევნო სისტემა, მათთვის საბაბია, რომ პროტესტის იმიტაცია მოახდინონ. ნათლად გამოჩნდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთადერთი მიზანი მდგომარეობს ხელისუფლების დამხობაში. ეს ხალხი ებრძვის ქართულ ეკლესიას, ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს, რასაც ხელისუფლება არ დაუშვებს, რომელსაც სრული ლეგიტიმაცია და ქართველი ხალხის ნდობა აქვს. იმედი მაქვს, გონს მოეგებიან, თავის განცხადებებში ფრთხილნი იქნებიან და სამართლებრივ ჩარჩოში დარჩებიან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი განცხადებები შესაძლოა, შეიცავდეს დანაშაულებრივ ნიშნებს, რაზეც შესაძლებელია, სამართლებრივი რეაგირება განხორციელდეს. ამიტომ, იმედი მაქვს, რომ მსგავსი განცხადებების შემთხვევაში, განცხადებები დეტალურად იქნება შესწავლილი. არა ემოციურად, არამედ ემოციების მიღმა იქნება გაანალიზებული და შეფასებები მიცემული. იმედი მაქვს, რომ ამ განცხადებებს საერთაშორისო პარტნიორები შეაფასებენ, რადგან ქართველ ხალხს სურს სტაბილური და დემოკრატიული განვითარება“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ნიკა გვარამიას განცხადება ერთ-ერთი გამოხატულება და გაგრძელებაა იმის, რასაც ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საუბრობს:

„ხუნვეიბინური მოძრაობა თავად ჩამოაყალიბა, ეს არის ჩინეთის რადიკალური ახალგაზრდული დაჯგუფება. ფიქრობს, რომ ამისგან შექმნის ისტორიის ახალ მიმდინარეობას, როცა საზოგადოება პოლიციასა და კანონს უარყოფს, დაემორჩილება იმ მავნებლურ ხეპრულ და უზრდელობაში გადასულ განცხადებებს, რომელსაც ყოველდღიურად აკეთებს. არ მგონია, საზოგადოება ვერ ხვდებოდეს, საქმე რასთან გვაქვს“.

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის თქმით, მას არ წაუკითხავს ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ხელმძღვანელის „ფეისბუქის“ სტატუსი, თუმცა აღნიშნავს, რომ ის ნიკა გვარამიას განცხადებას „ღიმილით შეაფასებს“.

მმართველი პარტიის გენმდივანი კახა კალაძე აცხადებს, რომ საქართველოში დამხობისა და გადატრიალების მოწყობა არავის გამოუვა:

„ჩვენ ეს ფილმი უკვე ნანახი გვაქვს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არავის გამოუვა არც დამხობა, არც გადატრიალების მოწყობა ქვეყანაში. ვინც გაცდება კანონის ჩარჩოებს, ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. ქვეყანაში იქნება სიმშვიდე, ჩვენი ქვეყანა განვითარდება და ჩვენი ქალაქი წინ წავა. ეს ყველაფერი  აისახება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობაზე“. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S